facebook
youtube
mail

სიახლეები

20.01.2016

შეხვედრა სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან

 დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
    შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისთვის სარგავი მასალის სერთიფიცირების არსის და უპირატესობის გაცნობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეგმავს სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვას, რომლის მიზანია საქართველოში სარგავი მასალების ხასირხობრივი გაუმჯობესება და მოსავლიანობის ზრდა.  
სარგავი მასალის წარმოების სფეროში სერთიფიცირების სისტემის როგორც ძირითადი კონტროლის მექანიზმის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს: ხარისხიანი სარაგავი მასალის წარმოება, ინტელექტუალური უფლებების დაცვის რეალიზება, მომხმარებლის დაცვა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან, მწარმოებლების ინფორმაციული მხარდაჭერა ჯიშების კომპეტენტურ შერჩევაში. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირების სისტემა უნდა გახდეს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობის ზრდის და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა.   
 შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სერთფიცირების სისტემის დანერგვა და მზაყოფნა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე.