სიახლეები
26.01.2016
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
მიერ შემუშავდა მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის
წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ხუთწლიანი ერთობლივი კვლევების
პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უახლოეს
პერიოდში დაფუძნდება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განთავსდება
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში.
როგორც ცენტრის
დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში
მეკარტოფილეობის დარგის უკეთ განვითარებას
ახალი, მათ შორის საადრეო, ჯიშების ინტროდუცირებას, მოვლა მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის
მხრივ დაეხმარება ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა,
როგორიც არის საქართველო. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოს დაეხმარება კარტოფილის
ელიტურ ჯიშებზე კვლევის ჩატარებაში, ნათესების და თესლის წარმოების ახალ მეთოდების
განვითარებაში და იმ მონაცემების დადგენაში, რომელიც კარტოფილის საბაზისო მონაცემებს
აჩვენებს, ასევე ფერმერებისთვის გაზრდილი შემოსავლების მიღებაში.“ - განაცხადა კარტოფილის
საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა, ბარბარა ველსმა.