facebook
youtube
mail

სიახლეები

17.02.2016

ინტენსიური ტიპის თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის გასხვლა-ფორმირება

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზვიად ბობოქაშვილმა და ელენე მაღლაკელიძემ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: "ინტენსიური ტიპის თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის გასხვლა-ფორმირების პრინციპები”.

ტრენინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას. 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინტენსიური ტიპის თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის გასხვლა-ფორმირების პრინციპების თეორიულ ასპექტებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს ხეხილის გასხვლაში.

ტრენინგის ბოლოს მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც განხორციელდება.