facebook
youtube
mail

სიახლეები

02.03.2016

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ უნივერსიტეტის სტუდენთა პროფესიულ განვითარებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტთა კვლევით, პრაქტიკულ საქმიანობას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებას.