სიახლეები
15.03.2016
შეხვედრა თესლის წარმოებასა და სერთიფიცირებასთან დაკავშირებით
მარცვლეული კულტურების თესლის წარმოებასა და სერთიფიცირებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთიდან სამეცნიერო და თესლის მწარმოებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ თესლის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სტუმრებს კვლევით ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სამეცნიერო ღონისძიებები გააცნო.თურქეთის „მეთესლეობის კვლევითი ცენტრი“-ის დირექტორმა იავუზ აგიმ მასპინძლებთან ერთად მიმოიხილა მეთესლეობის სისტემაში არსებული მდგომაორეობა თურქეთში და ორ სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე სურვილი გამოხატა. მემორანდუმის ფარგლებში გათავალისწინებულია მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების ჯიშების გაცვლა, გამოცდა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების სრულყოფა, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სფეროში თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება და სხვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა, შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი და თურქეთის თესლის მწარმოებელთა ინდუსტრიის ასოციაციის პრეზიდენტი მეთე კიომეაგაჩი.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ და დაგეგმეს კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ჯანსაღი, ხარისხიანი თესლის წარმოებისა და გავრცელებას.