სიახლეები
10.03.2016
სამუშაო შეხვედრა შვეიცარიულ კომპანიასთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე შვეიცარიული კომპანია „ბიომა“-ს კომერციულ დირექტორს პაოლო ბასანინს შეხვდა.ცენტრის დირექტორმა კომპანიის წარმომადგენლებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები გააცნო და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შვეიცარიული კომპანია „ბიომა“ 1990 წელს დაარსდა და ორგანული სოფლის მეურნეობის დარგში წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია აწარმოებს თხევად ორგანულ სასუქებს, რომელიც გამოიყენება, როგორც ერთწლოვან, ასევე მრავალწლოვან კულტურებში და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანას; „ბიომა“-ს მიერ წარმოებული სხვა პროდუქტების გამოყენება ასევე შესაძლებელია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში, როგორც ბიოლოგიური სადეზინფექციო საშუალება.
შეხვედრაზე მხარეებმა კვლევით ცენტრსა და კომპანია „ბიომა“-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ბიოლოგიური საშუალებების გამოცდა ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ფერმებში მიმდინარე წლიდან დაიწყება.