facebook
youtube
mail

სიახლეები

07.03.2016

შეხვედრა ბალტიისპირელ ფერმერებთან

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები ბალტიისპირელ წარმატებულ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრა პრაქტიკული-სამეცნიერო ხასიათის იყო, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარა გამოცდილება და ერთად დასახეს სამომავლო გეგმები.

სოფლის მეურნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ლევან თორთლაძემ და ცისანა ქილიფთარმა სტუმრებისთვის წაიკითხეს მოხსენებები „ინდროდუცირებული მერძეულ-მეხორცული მსხვილფეხა პირუტყვი საქართველოში“ და „საქართველოში არსებული მეცხოველეობა და პრობლემების გადაჭრის გზები“.