სიახლეები
04.03.2016
შეხვედრა USDA-ის წარმომადგენლებთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კვლევით ბაზას USDA-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა და სტუმრებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიმართულებები გააცნო. ვიზიტის მიზანი შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროექტზე „სამეცნიერო ცოდნის გაზიარება“-სთან დაკავშირებით ცენტრის მეცნიერ თანამშრომელთა ინფორმირება იყო.აღნიშნული პროექტის მიზანია ამერიკის სამეცნიერო ინსტიტუციებმა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად, წარმართონ სხვადასხვა სახის აგრალური მიმართულების კვლევები. აღნიშნულთან დაკავშირებით USDA-ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ედვარდ ჯეი ჯერარდმა განაცხადა, რომ მკვლევარების დასაქმების გამორჩევა აპლიკაციების შერჩევის მიზნით განხორციელდება.
აღნიშნული პროექტი 65-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა აგრალური მიმართულების სპეციალისტს, რომელიც შეავსებს აპლიკაციას და შერჩევის მიზნით გახდება პროგრამის მონაწილე. პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები კვლევით სამუშოებს განახორციელებენ როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში და ხშირი კომუნიკაცია ექნებათ ამერიკელ კოლეგებთან. ყველა შერჩეული კვლევა დაფინანსდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, ხოლო პროგრამის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.