facebook
youtube
mail

სიახლეები

21.03.2016

კვლევითი ცენტრი ტყის საერთაშორისო დღის აქციას უერთდება

 დღეს, ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ტყის მცენარეების საკოლექციო ნარგაობა გააშენეს, რითაც „ტყის საერთაშორისო დღის“ აქციას შეურთდნენ.
აღსანიშნავია, რომ 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა და ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობასა და მის როლზე ბუნებაში.
ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, აღმოსავლეთ საქართველოს ტყის მცენარეების საკოლექციო ნარგაობის გაშენება 2015 წელს დაიწყო და 20 სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე გაშენდა. აღნიშნული პროცესი წელსაც გრძელდება. კოლექციაში 60-ზე მეტი სახეობის გაშენება იგეგმება, რომელიც განაწილებული იქნება ოთხი მიმართულებით: ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები, წითელი ნუსხის სახეობები, ქარსაფარში გამოსაყენებელი და დეკორატიული სახეობები და ხეხილის ველური წინაპრები.
აღნიშნული საკოლექციო ნარგაობის გაშენება და ამ მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ცენტრის ერთ-ერთ მიმართულებას, სატყეო მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.