სიახლეები
05.04.2016
შეხვედრა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე და ამავე ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლები მესაქონლეობის ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში „შაროლეს“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანისა და ფერმერული მეურნეობების შექმნის საკითხი, რომელიც სახორცე მეძროხეობის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ „შაროლეს“ ჯიში საფრანგეთიდან მოდის და მას თავისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები გააჩნია სხვა ჯიშებთან შედარებით.
შეხვედრაზე კვლევითი ცენტრის დირექტორმა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები დეტალურად გააცნო. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მესაქონლეობის დარგში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზეც შეთანხმდნენ.