facebook
youtube
mail

სიახლეები

15.04.2016

შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად აგრძელებს საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

სერთიფიცირების სისტემის დანერგვის მიზანია საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების წარმოების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია.

აღნიშნული სისტემის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს დედოფლისწყაროში შეხვდა. 

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მაღალხარისხიანი თესლის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებზე.

დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას გაუწევენ და დაეხმარებიან, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოებული. რაც შესაძლებლობას მისცემთ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ საექსპორტო ბაზრებზე. 

სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“-ის ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.