facebook
youtube
mail

სიახლეები

27.04.2016

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის მორიგი ექსპედიცია

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად მართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც მათ ძირითადი მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების შესახებ კონსულტაციებს უწევენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ინიციატივით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის მორიგი ექსპედიცია სამეგრელოს რეგიონში მოეწყო. ექსპედიცია მიზნად ისახავდა თხილის ბაღებში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას და დაავადებების პრევენციას. 

ცენტრის სპეციალისტებმა დაათვალიერეს თხილის ექვსი ბაღი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, აფხაზეთის რეგიონის საზღვრისპირა სოფელ შამგონასა და წალენჯიხის მინიციპალიტეტის სოფელ მიქავაში. ბაღებში ჩატარებული ფიტოსანიტარული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები და სარეველების დომინანტური სახეობები. 

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ფერმერებს მიეცათ რეკომენდაციები მცენარეთა დაცვის უახლესი საშუალებების გამოყენების შესახებ. ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი, შემუშავდა ფენოკალენდარული სქემები და მავნე ორგანიზმების გავრცელების ეფექტიანი კონტროლის მიზნით, თხილის ბაღების პერმანენტული საკონტროლო მონიტორინგის სქემები შემუშავდა.