facebook
youtube
mail

სიახლეები

04.05.2016

სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. 
FAO-ს მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის ბაზაზე მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგი, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სარგავი მასალების ლაბორატორიული კვლევის საკითხებში. ტრენინგი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ლაბორატორიული ანალიზის, ხარისხის განსაზღვრისა და სერთიფიცირების სრულყოფილი სისტემის შექმნას. 
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მეთესლეობის სექტორის გაუმჯობესებისა და თესლისა და სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოებში.
აღსანიშნავია, რომ სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.