facebook
youtube
mail

სიახლეები

24.04.2019

თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჯიღაურას და წილკნის ბაზები მოინახულეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (Tika) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების, მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადგის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მათ მუშაობას გაეცნენ.

თურქეთის დელეგაციის წევრებმა ჯიღაურაში ხეხილის და ვაზის კოლექციაც მოინახულეს და ცენტრის წარმომადგენლებთან აგრო-სატყეო მიმართულებით და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.