სიახლეები
25.04.2019
ჯიღაურას ბაზას უნგრეთის ელჩი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას უნგრეთის ელჩი, ვიქტორია ჰორვარტი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და დარგის სიახლეებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას კოლექციაში 350 უცხოური და 437 ქართული ვაზის ჯიშია დაცული, რომლის მოძიება და აღდგენა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.





.png)







.png)







