სიახლეები
07.05.2019
სლოვენიელები ქვევრის ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
სლოვენიის რესპუბლიკის დოკუმენტური ფილმების სტუდია „Video Production Institute Studio ALP“ საქართველოში ქვევრის ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. პროექტის შემადგენლობაში სლოვენიაში ცნობილი კულტურის სფეროს მოღვაწეები, ჟურნალისტები, მსახიობები და მეღვინეები შედიან. დოკუმენტური ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადღებების ნაწილი სოფლის მეუროების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განახორციელა.აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე 450-მდე ქართული, 350 უცხოური ვაზის ჯიში და 150-მდე ველური ვაზის ფორმაა დაცული, რომლის მოძიება და აღდგენა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.