სიახლეები
28.05.2016
მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.მუხურის ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევები აწარმოონ.
მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს. განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოძიებულ იქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები და ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუ სანაშენე მასალის წარმოება.
ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს.
ახლო პერიოდში სანაშენე მასალა გავრცელდება რეგიონებში, რაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად 35%-ით გაზრდის პროდუქტიულობას.