სიახლეები
31.05.2016
საფრანგეთის INRA-ს ინსტიტუტის ექსპერტი ჯიღაურას ესტუმრა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (INRA), ასევე Bioversity Intersnational Vitis -ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფ. ტიერი ლაკომბი ესტუმრა.პროფ. ტიერი ლაკომბი მსოფლიოში ერთე-ერთი წამყვანი ამპელოგრაფია და იგი საქართველოში ქართული ვაზის ჯიშების გენეტიკური კვლევით არის დაინტერესებული. ცენტრის დირექტორიმა პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო-მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
სტუმარმა მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარატამენტის ჯიღაურას ბაზაზე მოინახულა ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთები, მსოფლიოს წამყვანი მევენახეობის ქვეყნებიდან ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების ნარგაობები, საბაზისო სადედეები და სანერგეები. პროფ. ტიერი ლაკომბმა საკოლექციო, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების დათვალიერებისას აღნიშნა ქართული და წამყვანი უცხოური საღვინე და სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების საკმაოდ მაღალი ფიტოსანიტარული და აგროტექნოლოგიური ფონი, რაც ხარისხიანი და მაღალი მოსავლის გარანტია.
ვაზის გენეტიკური ბანკის გამდიდრების და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილია 30-ზე მეტი საფრანგეთის მონპელიეს საკოლექციო ნაკვეთში დაცული ქართული ვაზის ჯიშის და კლონების საქართველოში გასამრავლებლად იმპორტირება და პირიქით, ზოგიერთი ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საფრანგეთის საკოლექციო ნარგაობაში განთავსება.
ფრანგი პროფესორი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თაამშრომლებთან ერთად ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული მახასიათებლების შესწავლით დაკავდება.