სიახლეები
03.06.2016
შეხვედრა მეთესლეობის ავტრიული კომპანიის წარმომადგელებთან

ცენტრის დირექტორმა სტუმრებს მარცვლეული კულტურების კვლევის მიმართულებებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვასა და ჯიშთა გამოცდის ორგანიზაციულ საკითხებს გულისხმობს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ჯიშთა გამოცდის დროს ხორბლის ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებაზე.
კვლევითი ცენტრის და კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კომპანია SAATBAU ჯიშთა გამოცდის, ერთობლივი ცდებისა და კვლევების განსახორციელებლად სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ქერის, სიმინდის, სოიას და მუხუდოს ჯიშებს გადასცემს.
SAATBAU უკვე 3 წელია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს და მარცვლეული კულტურების, ძირითადად ხორბლის ახალი ჯიშების გამოცდას ახორციელებს. ავსტრიული კომპანიის მიერ შემოტანილმა ხორბლის ჯიშებმა წინასწარი მოსავლიანობის კარგი შედეგი აჩვენა.