facebook
youtube
mail

სიახლეები

21.07.2016

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ გაფართოებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2015-2016 წლის ანგარიში მოისმინეს.
ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეციერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, სამენციერო - კვლევითი ცენტრის დეპარატამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელი პირები , თანამშრომლები და სხვა.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ დეტალურად მომოიხილა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ის ძირითადი კვლევითი მიმართულებები, რომელიც ემსახურება აგრარული მეცნიერების რეაბილიტაციას. კერძოდ, მცენარეთა და ცხოველთა აგრობიო¬მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას; მცენარეთა ახალი ჯიშების გამოცდასა და სელექციური საქმიანობის აღდგენას; თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავებას; ბიომეურნეობების საცდელი მოდულების შექმნასა და მეცნიერული განვითარების ხელშეწყობას; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემებისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევას; ახალი ტექნოლოგიების ადაპტაციას; საქართველოში გავრცელებული შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესებასა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფას; სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების კვლევას; სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენციასა და სხვა .
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ანგარიშის პრეზენტაციისას დეტალურად ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე მაშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამეცნიერო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება: სასათბურე მეურნეობა ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტი; ინ ვიტრო გამრავლების, თესლის სერტიფიცირების, ნიადაგის კვლევის, დნმ -ის, იმუნოფერმენტული ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი - სოფ. წილკანი, ჯიღაურა; ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის სანაშენე სამეცნიერო ბაზა სამეგრელო-ჩხოროწყუს მინიციპალიტეტი, სოფ, მუხური; სანაშენე-სასელექციო კვლევითი სადგური - დმანისი, განთიადი , გურია ნიადაგებისა და სურსათის ლაბორატორია, ოზურგეთი, ანასეული.
ლევან უჯმაჯურიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ექსტენციის განვითარების მნიშვნელობაზე და ისაუბრა ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე. 
ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასმულ შეკითხვებს პრეზენტატორმა და ს/კ ცენტრის მენიერ-თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ ს/კ ცენტრის საქმიანობა დადებითად შეფასდა.