facebook
youtube
mail

სიახლეები

15.09.2016

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ხილის დეგუსტაცია გაიმართა

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტში სადეგუსტაციო საბჭოს სხდომაზე ხილის დეგუსტაცია გაიმართა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი) 10 ინტროდუცირებული ჯიში. ნიმუშები სადეგუსტაციო კომისიის 14 წევრმა შეაფასა. კომისიის სხდომას სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, მრავალწლოვანი კულტურებისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბობოქაშვილი ხელმძღვანელობდა.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ნიმუშები საგემოვნო და ვიზუალური მაჩვენებლების მიხედვით შეფასდა. საბოლოო შედეგების შეჯამებისას უპირატესობა რამდენიმე ჯიშს - ვაშლი (რენუარი და გაია), მსხალი (სანტა მარია), ქლიავი (ემპრესი, ბლუფრი) და ატამი (ო.ჰენრი) მიენიჭა.კომისიის წევრების განმარტებით, ინტროდუცირებული ჯიშები – გაია, რუბინოლა, ემპრესი, ბლუფრი, სანტამარია - ნაყოფების მაღალი ხარისხით და საგემოვნო თვისებებით გამოირჩევიან და კარგი პოტენციალი გააჩნიათ.
როგორც ზვიად ბობოქაშვილმა აღნიშნა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტში საუკეთესო ფორმების შერჩევის და ფერმერებისთვის რეკომენდირების მიზნით, ხეხილის ახალი ინტროდუცირებული ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. აღნიშნული დეპარტამენტი ხეხილის 60-ზე მეტ ჯიშს სწავლობს. ჯიღაურას საკოლექციო ბაღებში დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.