facebook
youtube
mail

სიახლეები

03.10.2016

აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა 2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქ. ბათუმში გამართულ მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში „Agro Batumi 2016” მიიღო მონაწილეობა. სამდღიანი გამოფენა კომპანია „GEONET EXPO”-ის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონში აგრო-სასურსათო სფეროს განვითარებას. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე დამზადებული ღვინის საკოლექციო ნიმუშები, დაეგემოვნებინათ ხილი და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები: ნექტარი, წვენი, დეალკოჰოლიზებული ღვინის სასმელები, მურაბა, კომპოტი, ლიმონათი და გაყინული/მშრალი ხილი. გარდა ამისა, დამთვალიერებლები გაეცნენ მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ 35-მდე სახეობის გზამკვლევს, ასევე მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.  საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოპულარიზაცია გაეწიათ და სტუმრებისთვის საკუთარი პროდუქცია/მომსახურება შეეთავაზებინათ. გამოფენას 2 000-ზე მეტი დაინტერესებული პირი სტუმრობდა. გამოფენის სტუმრებმა მონაწილეობა საინფორმაციო აგრო ტურებშიც მიიღეს.