სიახლეები
20.10.2016
ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის სრულყოფისთვის საჭირო ღონისძიებები ტარდება.პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა მეთესლეობის სექტორში მოქმედი ფერმერული მეურნეობების სათესლე ნაკვეთების (ხორბალის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირას, სოიას, კარტოფილის) საველე ინსპექტირება განახორციელეს და, სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე, თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თესლის მწარმოებელ ფერმერთა ნაკვეთებზე ერთობლივი საველე ინსპექტირება მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირებული, საერთაშორისო სტანდარტის თესლისა და სარგავი მასალის გამოყენება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელმაც ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპის ბაზარზე ექსპორტს უნდა შეუწყოს ხელი.