სიახლეები
21.10.2016
ქართველმა მეხილე ფერმერებმა ჰოლანდიაში სასწავლო კურსი გაიარეს

სასწავლო კურსის მონაწილეები ვაგენინგენის უნივერსიტეტში ხილის მოყვანის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას და თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ; ინტენსიური ბაღის გაშენება-მოვლის მეთოდების, ნიადაგის დამუშავების, ხეხილის ახალი ჯიშების, სხვლა-ფორმირებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება გაიარეს და სალექციო კურსი მოისმინეს.სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტის რანდვიკის მეხილეობის სადგური, სანერგეები და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს; გაეცნენ მაღალხარისხიანი უვირუსო ნერგისა და საძირეების წარმოების ახალ მიდგომებს, ხილის კრეფის, დახარისხებისა და პირველადი სასაქონლო დამუშავების ხერხებს, ასევე შენახვის თანამედროვე სამაცივრო სისტემებსა და მეთოდებს.