facebook
youtube
mail

სიახლეები

26.10.2016

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო დიასამიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 
როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას გულისხმობს. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი ადგილობრივი თევზის უნიკალური ჯიშის (კოლხური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული) აღდგენა-მოშენებისათვის სასელექციო მუშაობის განხორციელება; თევზების დაავადებათა საწინააღმდეგოდ პრეპარატების გამოცდა და მათი კვება-მოვლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება/გამოცემაში. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას და მათ შემდგომ პოპულარიზაციას.