სიახლეები
18.11.2016
ფერმერებისთვის ვაზის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე სემინარი ჩატარდა

მიმდინარე წელს, ცენტრის სპეციალისტების მიერ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (სადმელი, ხიმში, ღვიარა, ჟოშხა, ძირაგეული, ბოსტანა, ბაჯი) ვენახების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში მავნებელ-დაავადებათა კვლევა განხორციელდა. გამართულ სემინარზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს აღნიშნული კვლევითი სამუშაოების შედეგები გააცნეს და ვაზის მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდებზე, შესაძლო აგროტექნიკურ პრობლემებზე, ვაზის სოკოვან და ვირუსულ დაავადებებსა და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს.
სემინარს, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამბროლაურის, ცაგერისა და ზესტაფონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.