სიახლეები
22.12.2014
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
2014 წლის 19 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ცენტრის შექმნის საჭიროებაზე და სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების პროცესში, აღნიშნული უწყების მნიშვნელობაზე.პრეზენტაციაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები, საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ცენტრის შექმნის საჭიროებაზე და სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის აღნიშნული უწყების მნიშვნელობაზე.