სიახლეები
04.02.2015
ისრაელის ელჩი ცენტრს ეწვია

შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროექტები და ისაუბრეს აღნიშნულ უწყებაში მომუშავე კადრების, ისრაელის მოწინავე სოფლის მეურნეობის სასწავლებლებში ტექნოლოგიური ცოდნის ამაღლებაზე. ფუქსმა ასევე დააკავშირა ცენტრი ისრაელში არსებულ მსგავსი პროფილის კვლევით ცენტრთან - „Volcani Center“ და დაიგეგმა მომავალში მათთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ფუქსის თქმით, აპრილი-მაისის პერიოდში საქართველოში ჩამობრძანდებიან ერთწლოვანი კულტურების სპეციალისტები და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან გამართავენ სემინარ-ტრეინიგებს.