facebook
youtube
mail

სიახლეები

10.05.2015

ევროპის დღე

 10 მაისს, თბილისში, ალექსანდრეს პარკში ევროპის კვირეულის დახურვის ცერემონიალთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ევროკავშირისა და ENPARD-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობმა გაუწიეს.

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა კორპუსებმა, საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა და სხვადასხვა სახის კომპანიებმა რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროდუქციები და საილუსტრაციო მასალები. 

ღონისძიებაზე ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, რომელმაც უცხოელ და ადგილობრივ დამთვალიერებლებს წარუდგინა ცენტრის მიერ წარმოებული უნიკალური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინოები და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები: ნექტარი, წვენი, დეალკოჰოლიზირებული ღვინის სასმელები, მურაბა, კომპოტი, ლიმონათი, გაყინული და მშრალი ხილი.

ცენტრის სტენდს ასევე ეწვია ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და თბილისის მერი დავით ნარმანია. 

ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში. ღონისძიების ფარგლებში მნახველებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ENPARD-ის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.