სიახლეები
24.09.2019
ქართული ჰამონის წარმოებაზე მუშაობა ესპანურ კომპანიასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2014 წლიდან აქტიურად ახორციელებს კახური ღორის პოპულაციის აღდგენასა და გამრავლებას. დღეისათვის კრწანისის მეღორეობის ფერმაში უკვე მოშენებულია 300-მდე სული.
კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“ თანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების ეტაპზე.
კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს.