სიახლეები
04.10.2019
სტუდენტებისთვის მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საკითხებზე საზაფხულო სკოლა მოეწყო

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს “ბიოაგრო“, ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის ბაზებს ესტუმრნენ, ნაკვეთები დაათვალიერეს და ბიომეურნეობის სპეციფიკის საკითხებს პრაქტიკულად გაეცნენ. საზაფხულო სკოლის დასასრულს, სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს, მათ პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი თხილის მავნებელ-დაავადებების შესახებ ბროშურები დაურიგდათ და სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული.