სიახლეები
05.11.2019
„იალონის“ აღსაზრდელებმა ჯიღაურას ბაზაზე რთველში მიიღეს მონაწილეობა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბენეფიციარები ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს, ცენტრის მუშაობას გაეცნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა.„იალონის“ აღსაზრდელების სტუმრობა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც ბავშვების კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვაა, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.