სიახლეები
10.11.2019
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე სტუდენტებს უმასპინძლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება. სოფლის მეურნეობაში ახალაგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მარავლწლოვანი კულტურების და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაცო ბაზებზე უმანსპინძლა. ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.