სიახლეები
21.11.2019
ჯიღაურას ბაზას 55-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა დაინტერსებულ პირებთან შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.