სიახლეები
10.12.2019
ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობს, მხარეების ჩართულობით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრაქტიკული ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც რისკის შეფასების და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები უკრაინიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ. მხარეების თანამშრომლობით ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში „Springer” ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელმაც მილიონობით მეცნიერის და ამ სფეროს ექსპერტის ინტერესი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.