სიახლეები
03.02.2020
იტალიაში მასერტიფიცირებელი ორგანოს წარმომადგელებთან შეხვედრები გაიმართა

სპეციალისტების ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც საქართველოში სანერგე მეურნეობების განვითარება, სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ნერგების სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა.
საქართველოში სარგავი მასალის სერტიფიცირება 2018 წელს დაიწყო, თავდაპირველად სანერგეების კვალიფიციურობის დადგენა, შემდგომ კი მათი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა განხორციელდა. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2024 წელს თესლი და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.