სიახლეები
05.02.2020
ედმუნდ მაქის ფონდის დირექტორი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს ესტუმრა

იტალიელმა სტუმრებმა ცენტრის ლაბორატორიული ბაზები, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის, მოლეკულური მარკირების, ნიადაგის კვლევის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიებიც დაათვალიერეს და მათ მუშაობას გაეცნენ.
ედმუნდ მაქის ფონდი იტალიაში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე უწყებაა, რომელიც აგრარულ სფეროში განათლებას, ტრენინგებს და კონსულტაციებს უზრუნველყოფოს. ფონდის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.