სიახლეები
10.02.2020
მუხურის მეუტკრეობის ბაზაზე ახლაგაზრდებს სემინარი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზას საინიციატივო ჯგუფის „მაღვიძარა“ და მასთან არსებული ახალგაზრდული კლუბის „მე მოქალაქე“ წევრები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ბაზაზე არსებული ლაბორატორიის მუშაობას გაეცნენ. ცენტრის წარმომადგენელი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მეფუტკრეობის შემოსავლიან ბიზნესად გადაქცევის შესაძლებლობებზე და დარგის პერსპექტივებზეც ესაუბრა.მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წელს გაიხსნა, სადაც ენდემური პოპულაციების შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე უფასო სემინარ-ტრენინგები რეგულარულად ტარდება.