facebook
youtube
mail

სიახლეები

26.02.2020

ფერმერებს ხეხილის ბაღის სხვლა-ფორმირებაში ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს ხეხილის ინტენსიური ბაღების სხვლა-ფორმირებაში ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეები გასხვლის თანამედროვე ტიპებს, პრინციპებს, ვადებს გაეცნენ და ვაშლისა და ატმის ბაღების გასხვლაში მიიღეს მონაწილეობა.

ფერმერების გადამზადების და აგრარულ სფეროში ახალგაზრდა კადრების ჩართვის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე უფასო სემინარ-ტრენინგები რეგულარულად ტარდება.