facebook
youtube
mail

სიახლეები

20.02.2020

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრეზნოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, ისინი ქვეყანაში მცენარეთა დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში ფიტოსანიტარიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, თხილსა და ვაზის კულტურაში არსებულ ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებზე და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ფრეზნოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები მცენარეთა დაცვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს ბაზაზე შექმნილ ეროვნულ სამეთვალყურეო საბჭოში არიან ჩართულები და საქართველოს მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარებიან.