სიახლეები
02.03.2020
საქართველოს ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს

პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ექსპედიციები, გავრცელებული ველური ვაზის ბუნებრივი პოპულაციების მოძიება, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება და კვლევა. 2019 - 2020 წლების განმავლობაში მოძიებულია ველური ვაზის 6 ახალი პოპულაცია და 17 მცენარე, გასამრავლებლად შეგროვებულია 66 გენოტიპი.
აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას ვაზის ქართულ ჯიშებთან ერთად „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.