სიახლეები
04.08.2020
ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული გეგმის განხილვა გაიმართა

„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერების და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის -UNESCO არამატერიულური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში წარდგენილი ელემენტის „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი სტრატეგიული გეგმის ელემენტების დახვეწა-შემუშავება გახლდათ, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე მათი აღდგენა-გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათა სამუშაო ჯგუფში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, შპს „ლომთაგორას“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.