სიახლეები
18.09.2020
ბიო მეურნეობის განვითარების მიზნით 30-მდე ბიო პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს

ბიოაგროწარმოების სამსახური აქტიურად ატარებს ცდებს შერეულ ნათესებში ალელოპათიის შესწავლის მიზნით. პესტიციდების ნაცვლად ძირითადი კულტურის ირგვლივ არომატული და პესტიციდური აქტივობის მქონე მცენარეების შემოთესვა მიმდინარეობს, რომლებიც დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს. მცენარეების სწორედ შერჩევის შემთხვევაში ისინი საგემოვნო თვისებებსაც აუმჯობესებენ.