სიახლეები
22.09.2020
იმერეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

USAID-ის სოფლის მეურნეობის 5 წლიანი პროგრამა 2018 წელს დაიწყო. მისი ამოცანაა, დაეხმაროს სანერგეებს გაზარდონ შესაძლებლობები და დანერგონ სერტიფიცირების სისტემები. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება.
საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს, უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.