სიახლეები
29.09.2020
კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, სანერგეებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვაში ეხმარება. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება.
საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას კანონი არეგულირებს, რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.