სიახლეები
07.10.2020
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ვაზის ჯიშების გენეტიკური იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

ანალიზური კვლევები საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს - შერჩეული ვაზის ჯიშების ინდივიდების ნიმუშებიდან დნმ-ის ექსტრაქცია (გამოყოფა), 9 წყვილი სპეციფიკური პრაიმერების გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით ჯიშების იდენტიფიცირება და ვაზის ქართული ჯიშების გენომების ბიონფორმატიული ანალიზი. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ზოგიერთ ექსპერიმენტს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. მიღებული შედეგებით, ვაზის გლობალურ პოპულაციებში, ადგილობრივი ჯიშების ფილოგენიის შესწავლა და მათი გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა მოხდება. ანალიზური კვლევებით ასევე შესაძლებელი ხდება ვაზის დომესტიკაციის პროცესის შეფასება.
მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული 470 კულტურული ჯიშის და 150-მდე ველური ფორმის დნმ იდენტიფიკაციას ეტაპობრივად გეგმავს.