facebook
youtube
mail

სიახლეები

30.10.2020

„იალონის“ ბენეფიციარებმა ჯიღაურას ბაზაზე რთველში მიიღეს მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ აღსაზრდელები ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექცია დაათვალიერეს და რთველში მიიღეს მონაწილეობა.

აღსაზრდელების ვიზიტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის მიზანია ბავშვების კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებაში ჩართვა, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.