სიახლეები
05.11.2020
ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა

საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შემდეგაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. წლის ბოლოსთვის, ლაბორატორია 2 სამუშაო-ლაბორატორიული და 2 სასწორისთვის სპეციალური ლაბორატორიული მაგიდა გადაეცემა.
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლაბორატორიებს შორის გამოცდა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ FAO-მ ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი(GLOSOLAN) 2017 წელს დააარსა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წელს შეუერთდა. 2019 წელს შეიქმნა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელი (EURSOLAN), რომლის თავმჯდომარედაც, 2 წლის ვადით, ნიადაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძეა არჩეული.