სიახლეები
25.01.2021
მწარმოებლებს ყველის “გუდა“ დამზადების გაუმჯობესებული ტექნოლოგია გააცნეს

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „რძის ეროვნული პროდუქტების („დამბალხაჭო“, ყველი „ტენილი“, ყველი „გუდა“) დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციების პროექტების შემუშავება“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე შემუშავებულია „დამბალხაჭო“-ს და ყველის „ტენილი“ დამზადების გაუჯობესებული ტექნოლოგიები. პროექტის მიზანია წარმოებული პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანობის ზრდა და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების საოჯახო მეურნეობებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოებში დანერგვა.
შეხვედრას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კახაბერ კონიაშვილი, რძის გადამამუშავებელი საწარმოების, „საქპატენტი“-ს წარმომადგენლები და მერძევეობის დარგის ფერმერები ესწრებოდნენ.