სიახლეები
08.02.2021
პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხეშეწყობა“ დასრულა

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებისთვის, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საკითხებზე, უცხოელი კოლაბორატორის მონაწილეობით, საზაფხული სკოლა ჩატარდა. გამოიცა ბროშურა „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“, სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისები, ასევე შეიქმნა 3 წლის აგროკლიმატური მონაცემების ბაზა.
პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხეშეწყობა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, 2017 წლის, კონკურსის გამარჯვებულია, რომელსაც ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მანანა კერესელიძე ხელმძღვანელობდა.